იუანა
იუანა (აფხ. Иуана) – ნადირობისა და ნადრითმფარველი ღვთაების — აჟვეიფშას ვაჟი, რომელსაც მონადირეები, განსაკუთრებით ახალბედები, წარმატებულ ნადირობას შესთხოვენ. იგი სიმღერებში იხსენიება ეპითეტით „დად“ — მამა. „აჟვეიფშაარაშვასგან“ (აჟვეიფშასადმი მიძღვნილი სიმღერა) განსხვავებით, დად-იუნას სადიდებლები იმღერება ყველგან წლის ნებისმიერ დროს, გარდა ნადირობის დაწყებისა და ნადირობიდან მობრუნების პერიოდისა. მას ქალებიც კი მღერიან. დად-იუანას სიმღერები გამოირჩევიან თავიანთი მელოდიურობით და აფხაზურ საშაირო ჰანგებს მოგვაგონებენ. ამ სიმღერათა ტექსტები თითქმის მთლიანად მონადირეთა საიდუმლო ენის ლექსიკით არის შედგენილი. ფიქრობენ, რომ სიმღერებს დად-იუანაზე საკულტო დანიშნულება არასოდეს ჰქონია. ისინი სასწავლო-აღმზრდელობითი ფუნქციის მატარებელნი იყვნენ და მოზარდებისათვის, მომავალი მონადირეებისათვის, სამონადირეო ენის შესწავლის საქმეს ემსახურებოდნენ. ვ. აბაევი „დად-იუანას“ ოსური Fud-Juani-ს (მამა იუანის) ანალოგიად თვლის და იაზრებს, როგორც „მამა იოანეს“ (ნათლისმცემელი?).
ლიტერატურა
- Д.И. Гулия. Божества охоты и охотничий язык у абхазов (К этнографии Абхазии). Сухуми, 1926;
- Н.С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960;
- Г.Ф. Чурсин. Материалы по этнографии Абхазии. Сух., 1957;
- А.А. Аншба. Абхазский фольклор и действи- тельность. Тб., 1982;
- В.И. Абаев. Осетинский язык и фольклор. М.-Л., 1949;
- Абхазская народная поэзия. Сост. Д. Гулия и Х. Бгажба. Сух., 1972;
- ს. ზუხბა. აფხაზური ზეპირსიტყვიერება. აფხაზურიდან თარგმნეს თ. გვანცელაძემ და ა. არაბულმა. თბ., 1988.