იუბერსფილდი ანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იუბერსფილდი ანა - (ფრ. HUBERSPHILD ANNE) XX საუკუნის ფრანგი თეატრის ისტორიკოსი და თეორეტიკოსი.

ანა იუბერსფილდს პირველი ნაშრომები დაწერილია ტრადიციული თეატრმცოდნეობითი ხელწერით. ეს არის წიგნი „სალაკრუზე“ (1970). მისი სადოქტორო დისერტაცია მიეძღვნა ვიქტორ ჰიუგოს დრამატურგიას (გამოქვეყნებულია ცალკე მონოგრაფიად სახელწოდებვით „მეფე და მასხარა“, 1974). მოგვიანებით იგი გახდა ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი თეატრის სემიოლოგიაში. იუბერსფილდი ძირითადად დაკავებულია დრამატურგიული ტექსტისა და მის სცენურ განხორციელებას შორის თანაფარდობის ანალიზით. იყენებს ცნებას „ტექსტი“ თეატრალური დადგმისას და მას განმარტავს საკმაოდ ვრცლად: როგორც ყველა სადადგმო საშუალების ნაკრებს - თეატრალური კოსტიუმიდან მსახიობის ჟესტსა და ქმედებამდე.

ანა იუბერსფილდი, როგორც სორბონის უნივერსიტეტის პროფესორი, ხელმძღვანელობდა ესთეტიკისა და თეატრმცოდნეობის კათედრას.

სემიოლოგიური პერიოდის ძირითადი ნაშრომები

  • „თეატრის კითხვა“ (1977),
  • „თეატრალური ობიექტი“ (1978),
  • „თეატრალური სივრცე“ (1979 წელს ჯორჯ ბანუსთან ერთდ),
  • „მაყურებლის სკოლა. თეატრის კითხვა - 2 (1981),
  • „ჰიუგოს გამოსვლები“ (1985),
  • „ვინავერი - დრამატურგი“ (1989).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები