იუბერ ჟინიუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჟინიუ იუბერ - (ფრ. Hubert Gignoux. 1915 - 2008). ფრანგი მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი და თეატრალური მოღვაწე.
იუბერ ჟინიუ 1915 წელს დაიბადა. თამაშობდა და დგამდა სპაქტაკლებს საფრანგეთის პროვინციაში, ხოლო 1947 წლიდან - პარიზში. 1957 წლიდან იუბერ ჟინიუ სტრასბურგის დრამატული ცენტრის ხელმძღვანელი გახდა, რომლის მთავარი ფუნქციაც მაყურებლისთვის მსოფლიო ლიტერატურისა და კლასიკური დრამატურგიის გაცნობა იყო, რითაც დრამატურგი ცდილობდა თავისი რეპერტუარი დაეპირისპირებინა დაბალი ხარისხის დრამატურგიასთან.