იუმორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იუმორი − (ლათ. humour−sineste, გადატ. – ცრემლები) – ისეთი დაცინვა, კომიკური წარმოსახვა, რომელიც სინანულსა და თანაგრძნობასაც მოიცავს; მეგობრული ხუმრობა, გაკილვა. იუმორისტულ ნაწარმოებში ავტორი ამხელს იმ ადამიანთა უარყოფით მხარეებს, რომელთა მიმართ იგი ძირითადად კეთილგანწყობილია.

იუმორისტული შეიძლება იყოს როგორც ეპიკური, ისე ლირიკული და დრამატული ნაწარმოებები. ქართულ ლიტერატურაში იუმორის კლასიკური ნიმუშები შექმნა დავით კლდიაშვილმა.


წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები