იუნგი თომას

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თომას იუნგი

თომას იუნგი - (ინგლ. Thomas Young, 1773-1829 წ.), ინგლისელი ფიზიკოსი, ექიმი და ასტრონომი.

კარგი მატერიალური პირობები ჰქონდა და ამიტომაც ბევრ დროს უთმობდა მეცნიერულ გამოკვლევებს. ყველაზე მეტად აინტერესებდა ოპტიკის პრობლემები. ბევრი გაურკვეველი საკითხი ამოხსნა. გაეცნო ნიუტონისა და ჰიუგენსის შრომებს ამ დარგში. ატარებდა ცდებს სინათლის გამტარ თხელ გარსებზე.

საპნის ბუშტების გამოყენებით 1801 წ. აღმოაჩინა ინტერფერენციის მოვლენა, რომელიც ერთნაირი სიხშირის ფაზებით წანაცვლებული ორი ან მეტი ტალღის ზედდებას წარმოადგენს. ეს მოვლენა ძალიან ადვილად შეიძლება ავხსნათ სინათლის ტალღური თეორიით.

იუნგმა ინტერფერენციის პრინციპის დახმარებით ახსნა ნიუტონის რგოლების წარმოშობა და პირველად განსაზღვრა სინათლის ტალღების მიახლოებითი სიგრძეები. ამ აღმოჩენას ნამდვილად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მეცნიერებისათვის.

იუნგმა ახსნა სინათლის დიფრაქცია, როგორც მადიფრაცირებულ ხვრელში გამავალი სინათლის ტალღებისა და ხვრელის ნაპირებიდან არეკლილი ტალღების ინტერფერენციის შედეგი. მის მიერ აღმოჩენილი ინტერფერენციის მოვლენა, განსაკუთრებით ამ საკითხის გამოქვეყნება, შემდგომი კვლევების თეორიული საფუძველი გახდა.

იუნგი მუშაობდა სხეულთა დრეკადობის საკითხებზეც, მაგალითად, მეტალის გადაღუნვის, გაჭიმვის და გრეხის სიმტკიცეზე.

1807 წ. შემოიტანა ცნება „დრეკადობის მოდული“ - გაჭიმვისა და შეკუმშვის დეფორმაციის რიცხვითი მახასიათებელი.

ეს მუდმივი სიდიდე იუნგის მოდულის სახელს ატარებს.

წყარო

დიდი ფიზიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები