იუნკერი ვილჰელმ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვილჰელმ იუნკერი – (გერმ. Wilhelm Junker, 1840-1892 წ.წ.), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რუსი გეოგრაფი და მოგზაური, აფრიკის ერთ-ერთი პირველი რუსი მკვლევარი.

დაიბადა მოსკოვში. სამედიცინო განათლება მიიღო პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიულ აკადემიაში. თავისი ცოდნის შესავსებად გაემგზავრა საზღვარგარეთ. ახალგაზრდა ექიმს ძლიერ იზიდავდა მოგზაურობა. 1873 წ. იუნკერი ჯერ მოგზაურობს ევროპაში, ხოლო შემდეგ ისლანდიაში; ამ მოგზაურობის დროს მას თანდათან მოუმწიფდა აზრი მოეწყო ექსპედიცია აფრიკაში. მოგზაურობისათვის სახსრები მიიღო თავის ოჯახიდან. სანამ იუნკერი აფრიკაში გაემგზავრებოდა, ის დასახლდა ტუნისში არაბული ენის შესასწავლად. „ტუნისიდან მან იმოგზაურა ლიბიის უდაბნოში და მიაღწია წითელი ზღვის სანაპიროებს. შემდეგ სოფელ ლადოდან თეთრ ნილოსზე ის გაემგზავრა ქარავნით დასავლეთით მდინარე ბახრ-ელ-გაზალის ოლქში. ეს მოგზაურობა გაგრძელდა ორ ნახევარ წელიწადს. 1878 წელს იუნკერი დაბრუნდა პეტერბურგში. 1879 წ იგი კვლავ მიემგზავრება ცენტრალურ აფრიკაში. აქ მდინარე ბახრ-ელ-გაზალის და უელემაკუას აუზში იუნკერმა გამოიკვლია მთელი რიგი ადგილები. დიდხანს არ იყო მისგან არავითარი ამბავი, ბევრი ფიქრობდა, რომ იუნკერი დაიღუპა, მაგრამ 1886 წელს ის ჩავიდა ზანზიბარში, საიდანაც დაბრუნდა ევროპაში. მოგზაურობის შედეგები იუნკერმა აღწერა თავის სამტომიან ნაშრომში „მოგზაურობა აფრიკაში“


წყარო

გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები