იუხო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოფელი იუხო

იუხო – პატარა სოფელია აღმოსავლეთ საქართველოში, მთიულეთში, ხადის ხეობაში (დუშეთის რ.). მდებარეობს მდინარე ხადისწყლის (მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. გაშენებულია სოფ. შონჩოს გადასასვლელის ქვემოთ.

სახელწოდება

ხალხური გადმოცემის მიხედვით სახელწოდება იუხო სიტყვა უხეს, სიუხვეს უკავშირდება: „აქ სუ პირველად ორი ძმა მოსულა, გვარად ყოფილან ზაქაიძები. წამოსულან რო მოხნან, მოთესონ, საქონელი გაიჩინონ. ღარიბათ სადმე ყოფილან. იმათ მასწონებია ეს ადგილი, დაუმუშავებია, გაუტეხია და რო გასულან სამკლადა, უმცროსს უთქვია, რო ესე როგო იუხვა ყანამაო, ხატ-სალოცავები ჩვენკე ყოფილაო. დაჰქვივნეს ამაზე თურმე იუხო“. (გოგია ჯერმიზაშვილი, ს. წკერე).

ჩვენი ვარაუდით ტოპონიმი იუხო ჩრდილოეთ კავკასიელი მეზობლების – ინგუშების – ენობრივი ფაქტია. იგი წარმოქმნილია ჩაჩნურ-ინგუშური იუხ-|| დუხ-სიტყვისაგან რაც მსხვილფეხა საქონლის ქვედა (იქითა მხრის) სასაძოვრე ზონას ნიშნავს. ის ადგილები, რომლებიც ამჟამად სოფ. იუხოს ეკუთვნის, როგორც ჩანს, თავის დროზე ინგუშეთიდან აქ სამუშაოდ გადმოსული მწყემსებისათვის მართლაც აღიქმებოდა მთის მეორე მხარეს მდებარე ქვედა სასაძოვრე ზოლად.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები