იქსოდეს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Ixodes ricinus

იქსოდეს – (Ixodes; ბერძნ. ჩაბღაუჭება, ჩაჭიდება) – ტკიპების გვარი; მიეკუთვნება Ixodidae-ს ოჯახს, Parasitiformes-ის რაზმს. Ixodes ricinus – სამმასპინძლიანი ტკიპი.

გავცელებულია რუსეთის ევროპულ ნაწილსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. მისი ბიოტოპებია განსაკუთრებით მშრალი ნიადაგის მქონე ტყის ზონები, ბუჩქნარები.

ზრდასრული ფორმები პარაზიტობენ მსხვილფეხა და წვრილფეხა მცოხნელი პირუტყვის, ცხენის, გარეული ძუძუმწოვრებისა და ფრინველის სხეულზე, ლარვები და ნიმფები – წვრილ ძუძუმწოვრებზე. არის მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვის ბაბეზიოზისა და ფრანსაიელოზის, ასევე, – მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვისა და ცხვრის ანაპლაზმოზის აღმძვრელების გადამტანი;

Ixodes persulcatus – სამმასპინძლიანი ტკიპი. გავრცელებულია ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ტაიგის ზონაში. არის იგივე დაავადებათა, აგრეთვე ტაიგის ტკიპისმიერი ენცეფალიტის აღმძვრელების გადამტანი. გარდა აღნიშნულისა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელებულია იქსოდეს გვარის 12 სახეობა, რომელთაც სავეტერინარო მნიშვნელობა გააჩნიათ.



წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები