კοიკοიჷა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კοიკοიჷა - აფხ. ბამბის სული (იგივე მეგრ. კვირკვი= სიმრგვალე ანუ ნართის გორგალი. სწორედ მეგრელებში არსებობდა კვიკვინას სული ანუ კანაფის, რომელსაც „კვიკვილ დო ქეჩერს“, თესლ-ფესვს სწირავდნენ). კვიკინასთვის მიძღვნილ დღეს, აფხაზებში, ისევე როგორც მეგრელებში, დილით ადრე, ოჯახის უხუცესი ნართის გორგალს მძინარე ოჯახის ყველა წევრს ფეხზე აბამდა და გორგალის ქსელს ქმნიდა. ამით იგი, სიმბოლურად ოჯახის ერთიანობას, სიმყარეს აძლიერებდა.