კაბარე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კაბარე

კაბარე – (ფრანგ. Cabaret), პირველ ხანებში იმპროვიზებული წარმოდგენა, რომელსაც აწყობდნენ პოეტები, მუსიკოსები, მსახიობები ლიტერატურულ მხატვრულ კაფეში. გავრცელდა საფრანგეთში, უმთავრესად პარიზში XIX საუკუნის 80 იან წლებში. კაფეში პოეტები კითხულობდნენ ლექსებს, მსახიობები მღეროდნენ სიმღერებს საჭირბოროტო საკითხებზე, თამაშობდნენ სატირულ სცენებს. მერე და მერე კი სცენა თანდათან გადავიდა ესტრადის პროფესიონალი მსახიობების ხელში. დროთა განმავლობაში საუკეთესო კაბარეები („ღამურა“, „მრუდე სარკე“) გადაიქცა მინიატიურების თეატრად, სხვა კაბარეები გადაკეთდა რესტორნებად, სადაც იმართებოდა საესტრადო წარმოდგენები. XX საუკუნის 20-იან წლებში სცადეს კაბარეს აღდგენა („არ იჯავრო“ – მოსკოვში, „კოჭლი ჯო“ – პეტროგრადში). დასავლეთის ევროპაში კაბარე ისეთი რესტორანია, რომელიც აუცილებლად გულისხმობს, საესტრადო პროგრამის ჩვენებასაც.




წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები