კაბრალი პედრო ალვარეს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პედრო ალვარეს კაბრალი – (პორტ. Pedro Álvares Cabra, დაახ. 1460-1526 წ.წ.), პორტუგალიელი მეზღვაური. 1500-1501 წ.წ. ის მეთაურობდა პორტუგალიის მთავრობის. მიერ გაგზავნილ ესკადრას ინდოეთში. ეკვატორული დინების გამო ესკადრა ასცდა პირდაპირ გზას და მიაღწია ბრაზილიის (სამხრეთ ამერიკის) სანაპიროებს. კაბრალმა ბრაზილია პორტუგალიის კოლონიად გამოაცხადა. შემდეგ, შემოუარა რა აფრიკას, მოზამბიკის სრუტით წავიდა ინდოეთში და მიაღწია ქალაქ კალიკუტს, კოჩინს და კანანურს.


წყარო

გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები