კადრი (კინო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კადრი

  1. ცალკეული ფოტოსურათი კინოფილმის ფირზე, რომელზეც აღბეჭდილია ერთი ფაზა გადასაღები ობიექტის მოძრაობისა. კადრის ფორმატი და მისი მდებარეობა კინოფირზე განისაზღვრება კინოგადამღები აპარატის კადრის სარკმელების ზომებით და მდებარეობით.
  2. სამონტაჟო კადრი − ფილმის შემადგენელი ნაწილია, რომელიც შეიცავს მოქმედების ცალკეულ მომენტს, გადაღებულს მისი უწყვეტობის შენარჩუნებით.
  3. სასცენარო კადრი − (ფილმის რეჟისორისეულ სცენარში) – ყოველი ცალკეული გადასაღები სცენის (სამონტაჟო კადრი) შინაარსის. გადმოცემა და აღწერა. სასცენარო კადრში მოცემულია გადასაღები სცენის, მისი სახეობრივიგაგების იდეურ მხატვრული შინაარსი და მისი დადგმის გადაწყვეტის ხერხები.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები