კავალკადა (ცირკი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კავალკადა – (ფრანგ. cavalcade, იტალიურიდან - cavalcata - ცხენოსანთა ჯგუფი), მოძრავი ცირკის დასის საზეიმო შემოსვლა ქალაქში. ცნობილია XVIII საუკუნის შუა ხანებიდან. განსაკუთრებით განვითარდა და გახშირდა XIX საუკუნის მე-2 ნახევარში. კავალკადაში მონაწილეობენ სასცენო ტანსაცმელში გამოწყობილი მსახიობები; ცირკის კავალკადა ჩვეულებრივ ჩერდება ხოლმე ქალაქის ცენტრალურ ადგილას და მსახიობები აჩვენებენ თავიანთ ნომრებს.