კავაძე ამირან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამირან კავაძე

ამირან კავაძე − (Amiran Kavadze) 1997-2003 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში; 1997-2003 – საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან; 2001-2003 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი წმიდა საყდართან; 2006-2011 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში (რეზიდენციით სტოკჰოლმში); 2004-2006 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში და ასევე ირლანდიაში (რეზიდენციით ლონდონში), საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან

დაიბადა: 21 აპრილი, 1951 წელი, ქ. ახალციხე, საქართველო.


განათლება:
1995 − საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი, ვაშინგტონი, აშშ (საერთაშორისო ვაჭრობა და ეკონომიკური სამართალი);
1995-1996 − იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, JAICA, ტოკიო, იაპონია (მაკროეკონომიკა და ეკონომიკური დიპლომატია);
1985-1989 − ბაქოს საჯარო ადმინისტრირებისა და პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტი, აზერბაიჯანი (პოლიტოლოგი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისციპლინების ლექტორი);
1974-1977 − სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ბახის სახელობის ბიოქიმიის ინსტიტუტის ასპირანტურა, მოსკოვი (ბილოგიურ მეციერებათა დოქტორის ხარისხი);
1968-1973 − საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, თბილისი (გადამუშავებელი მრეწველობის ტექნოლოგია).


სამუშაო გამოცდილება:
2003-2004 − საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ვაჭრობის მსოფლიო ორანიზაციასთან, მთავარი მომლაპარაკებელი ვმო-ს ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებში;
1994-1997 − საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი;
1992-1994 − განყოფილების გამგის მოადგილე, განყოფილების გამგე, სამმართველოს უფროსი, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი).


ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები