კავა (სასმელი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„კავა“ - (kava) – სასმელი, რომელიც მზადდება Piper mechysticum-ის ფოთლებისაგან და რომელსაც ფართოდ იყენებენ წყნარი ოკეანის სამხრეთ რეგიონების მცხოვრებლები. მისი მიღება ატარებს რიტუალურ ხასიათს. აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს კავაინი, რომელიც მსუბუქ ეიფორიას და სედაციას იწვევს. „კავას“ მავნედ მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულების ან სხვა სამედიცინო ხასიათის პრობლემების წარმოშობა.