კავენდიში ჰენრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰენრი კავენდიში

ჰენრი კავენდიში – (ინგლ. Henry Cavendish, 1731-1810. წ.), ინგლისელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი.

ჰენრი კავენდიში XVIII საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი მეცნიერი იყო. მას მიეკუთვნება ჰაერისა და წყლის შემადგენლობის აღმოჩენა, წყალბადისა და ნახშირორჟანგის გამოყოფა, აგრეთვე დედამიწის საშუალო სიმკვრივის განსაზღვრა. მთელი თავისი ცხოვრება განმარტოებით გაატარა საკუთარი სახლის ლაბორატორიაში. კავენდიში უზრუნველყოფილი იყო, მამისგან დარჩა დიდი ქონება, მაგრამ ფულები მას ნაკლებ აინტერესებდა. ცხოვრობდა და იცვამდა ძალიან უბრალოდ, ფულებს ძირითადად ხარჯავდა მეცნიერული წიგნების, სხვადასხვა სახელმძღვანელოების, აპარატურისა და ქიმიკატების შეძენაში.

ცდებს ხშირად სიცოცხლის რისკის ფასად ატარებდა. თავის გამოკვლევებში ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა ელექტრობა. მაგალითად, ირკვევდა რა ელექტრული ნაპერწკლის მოქმედებას ჰაერზე, აღმოაჩინა აზოტის ჟანგის წარმოქმნა. ორასი წლის შემდეგ ამ პრინციპით დაიწყეს აზოტმჟავას წარმოება.

გარდა ამისა, კავენდიშს აინტერესებდა მოვლენები იმ სფეროდან, რომელსაც ახლა ელექტრობას უწოდებენ. თავისი ხელით დამზადებული ხელსაწყოებით შეძლო ზუსტად განესაზღვრა ჟანგბადის, მეტალების, ზღვის წყლის და სხვადასხვა მარილთა ხსნარების ელექტროგამტარობა.

აღმოჩენების უმეტესობა მას თავის სიცოცხლეში არ გამოუქვეყნებია. ამ საქმეს ხელი მოჰკიდეს ინგლისელმა მეცნიერებმა მისი გარდაცვალებიდან მრავალი წლის შემდეგ.


წყარო

დიდი ფიზიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები