კავთისხევის აკლდამა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კავთისხევის აკლდამა - აკლდამა მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, მონასელიანთ უბანში. მდ. კავთურის მარჯვენა ნაპირზე, თამარ დედოფლის გორაზე. თარიღდება XVI-XVIII საუკუნეებით. აღმოაჩინეს 1963 წელს მიწის სამუშაოების დროს.

აკლდამა შედგება კლდის ქვითა და ბრტყელი აგურით ნაგები საკნისა და დრომოსისაგან (1,5X0,9/171 მ7 სიმ. 1 მ). დრომოსი საკანს უკავშირდება აღმოსავლეთიდან ისრულ-თაღიანი შესასვლელითა და ოთხსაფეხურიანი კიბით. საკნის (2,85 X 2727 მ, სიმ. 3 მ) კუთხეებში 1,4 მ სიმაღლეზე აგურით გადაყვანილია ისრული ტრომპები. აქედან იწყება აგურის წრიულგუმბათოვანი, სფერული გადახურვა, გუმბათს ზემოდან ადევს ფილაქვები, შემდეგ ქვის გროვა და მიწაყრილი. საკნის და დრომოსის კედლები დუღაბზეა ამოყვანილი. კედლებიც და იატაკიც კირითაა შელესილი. საკნის სამხრეთ და დასავლეთ კედლების ზედა ნაწილში დაყოლებულია შიგნით დაქანებული თიხის მილები. მათი გარე ნაწილი დახშულია. მილების დანიშნულება გაურკვეველია. კლდამაში არეულად ეყარა ადამიანის ძვლები, რაც იმას ადასტურებს, რომ იგი ადრევე გაუძარცვავთ. კლდამის არქიტექტურაში შეინიშნება XVI-XVIII სს. ქართლ-კახეთის უმრავლეს ნაგებობებისათვის დამახასიათებელი ტიპური ნიშნები.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები