კავკასიური ზაზუნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კავკასიური ზაზუნა – ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. გავრცელებულია ბულგარეთში, რუმინეთში, მცირე აზიაში, ჩრდილო-დასავლეთ ირანში, ამიერკავკასიაში, დაღესტანში. საქართველოში გვხვდება ლიხის (სურამის) ქედის აღმოსავლეთით, სამცხე-ჯავახეთში, ქართლში, კახეთში.

სხეულის სიგრძე 15-დან 18 სმ-მდეა, ხოლო კუდი 2-დან 3 სმ-მდე ფეხის სიგრძეა 16-26 მმ. ყურის სიმაღლე 10-24 მმ. წონა 42-296 გ პატარა, მომრგვალო ყურები.

ზაზუნების უმეტესობის მსგავსად, ამიერკავკასიური ზაზუნაც აქვს 40–50 გრამის ტევადობის ლოყისქვეშა პარკები. ამ პარკებით ზაზუნას საკვები გადააქვს და იკეთებს ზამთრის მარაგს.

სასოფლო-სამეურნეო მიზნით მისი ადგილსამყოფელის ინტენსიური ათვისების გამო, კავკასიური ზაზუნის რიცხოვნობა შემცირებულია. საქართველოს წითელ წიგნში შეტანილია როგორც იშვიათი სახეობა, რომელსაც ჯერჯერობით არ ემუქრება გადაშენება.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები