კავკასიური კლდისვაშლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კავკასიური კლდისვაშლა

კავკასიური კლდისვაშლა - (Sempervivum caucasicum Rupr. Ex Boiss);
ოჯახი: სქელფოთოლასებრნი (Crassulaceae).
მეგრულადცენაშე.

მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 10-30 სმ. ღერო ქვედა ნაწილში შიშველია, ზედა ნაწილში ჯირკვლოვანი შებუსვითაა. ფოთლები როზეტულია. ფოთლების რაოდენობა 60-70-ია, მწვანე. გვირგვინის ფურცლები და მტვრიანები ვარდისფერ-მეწამულია. ყვ. ნაყ. VII-VIII. მცენარე იზრდება კლდიან ადგილებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ ზემო ომალოს მიდამოებში. საქართველოში ცნობილია აფხაზეთში, ქართლში, მთიულეთსა და ხევსურეთში. დიდი კავკასიონის ენდემია.

გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. კლდისვაშლის უნიკალური თვისებები ცნობილი იყო ძველ საბერძნეთში. იმ დროს სწამდათ, რომ საუკეთესო შხამსაწინააღმდეგო საშუალებაა, რის გამოც ღებულობდნენ ღვინოსთან ერთად. ჩვენს დროში მისი სახეობები გამოიყენება, როგორც გამაუმტკივნებელი საშუალებები, ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ეფექტით. ხასიათდება ძლიერი მადეზინფიცირებულიб ჭრილობების შემახორცებელი, დამამშვიდებელი, ანთების, სურავანდის საწინაარმდეგო მოქმედებით. ასევე ავლენს დეტოქსიკაციურ ეფექტს.

მას ხშირად იყენებენ ჭრილობების შესახორცებლად, როგორც გარეგანი, ისე შინაგანი წყლულების დროს. ნახარში ხელს უწყობს თვალის, ცხვირის, სასუნთქი გზების დაავადებების მკურნალობას.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები