კავკასიური ღვინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კავკასიური ღვინა - Fritillaria caucasica Adams

Fritillaria caucasica Adams – კავკასიური ღვინა

მრავალწლოვანი მცენარეა, თეთრი, სფერული ბოლქვით და 15-30 სმ სიმაღლის,შუა ნაწილიდან შეფოთლილი ღეროთი. ფოთოლი 3-4, ლეგა, მორიგეობით განლაგებული, ქვედა – ფართო ოვალური, დანარჩენები – ლანცეტა ან ვიწრო ლანცეტა. ყვავილი ერთია. ყვავილსაფარი კონუსურ-ზარისებრია, ღვინისფერი და ლეგა. ნაყოფი ექვსწახნაგოვანი, მსხლისებრი კოლოფია, თესლი ბრტყელია.

ყვ. IV; ნყ. V.

კავკასიის სუბენდემური სახეობაა, გამოირჩევა მაღალი დეკორატიულობით.

გეოგრაფიული ტიპი – მცირე-აზიურ-კავკასიური. კლასიკური ადგილსამყოფელი – კონსტანტინეგორსკი.

კავკასიაში იზრდება: იმიერკავკასია; ამიერკავკასია: აზერბაიჯანი, სომხეთი (Гроссгейм, 1940; საქ.ფლორა, 1941).

საქართველოში გავრცელებულია: ქართლი, მთიულეთი (საქ.მც.სარკვ., 1969).

თბილისის მიდამოებში გვხვდება: თელეთის ქედზე, კუს ტბისა და ლისის ტბის ფერდობებზე, მცხეთაში, მთაწმინდისა და ფონიჭალის მიდამოებში.

მეზოქსეროფიტია; სინათლის მოყვარული; იზრდება ღორღიან, ღია და მშრალ ფერდობებზე, ბუჩქნარებში, ტყის პირებზე, მთის ქვედა და შუა სარტყელში, ზღ.დ.300-1200 მ. გვხვდება ფრაგმენტულად, მცირე რიცხოვანი ჯგუფებისა და ერთეული ინდივიდების სახით.

სახეობა შემცირებადი რიცხვით. წლების განმავლობაში ჩატარებული მარშრუტული გამოკვლევებით, ღვინას პოპულაციებში, რიცხოვნობა მკვეთრადაა შემცირებული, განსაკუთრებით კი დასახელებულ პუნქტებთან ახლოს (მთაწმინდაზე,კუს ტბის მიდამოებში, ფონიჭალაში). ძირითადი ლიმიტირების ფაქტორი ანთროპოგენურია. დასახლებულ პუნქტებთან სიახლოვის, ეკოტიპების ძირითადი ნაწილის ადვილად მისაწვდომობა და მაღალდეკორატიულობა განაპირობებს მის მასობრივ შეგროვებას (როგორც ყვავილების, ასევე ბოლქვებისაც), ამას ემატება ის გარემოება, რომ ქალაქის ირგვლივ მწვანე ზოლის შექმნასთან დაკავშირებული ღონისძიებების შედეგად, ბევრ პუნქტში მთლიანად დაირღვა მათი ადგილსამყოფელი, რამაც შეამცირა მათი რიცხოვნობა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები