კავკასიური ხმალა (Gladiolus caucasicus Herb.)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Gladiolus caucasicus Herb.

კავკასიური ხმალა - (Gladiolus caucasicus Herb.); ოჯახი: ზამბახისებრნი (Iridaceae). მრავალწლიანი ბოლქვიანი მცენარეა, ყვავილსაფარი დიდია – 4-6 სმ სიგრძისა, მუქი იისფერი ან მეწამული ფერის გრძელი და ძლიერ მოხრილი მილით. ყვავილსაფრის ფოთლები არათანაბარია. ქვედა ფოთლები გრძელია გვერდით ფოთლებთან შედარებით, ხოლო ზედა ფოთლები ყველაზე მოკლეა, ყვავილედი ცალგვერდაა, მრავალყვავილიანი. ყვ. ნაყ. V-VIII, მცენარე იზრდება ტყის სარტყელში, ტენიან მდელოებზე. ყამირებსა და ნათესებში. ამ მცენარის ნახვა შესაძლებელია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები