კავშირგაბმულობა (სამხედრო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კავშირგაბმულობა (სამხედრო) - ინფორმაციის გადაცემა და მიღება ჯარების (ძალების) და იარაღის მართვის სისტემებში; ჯარების (ძალების) მართვის უზრუნველყოფის ძირითადი საშუალება.

სამხედრო ამოცანებია:

მართვის ინფორმაციის გადაცემა ოპერატიული და საჯარისო ლოგისტიკისთვის და სხვა.

კავშირგაბმულობა თავის ამოცანებს ავტომატიზაციის საშუალებებთან ურთიერთქმედებით ასრულებს. კავშირგაბმულობის საშუალებები და ავტომატიზაციის საშუალებები ერთიანდება კის კვანძებად, ხაზებად და სისტემებად. შეიძლება იყოს ელექტრონული, სასიგნალო და ფელდეგერულ-საფოსტო; ხორციელდება ინფორმაციის ღია ტექსტით გადაცემის ან წინასწარ კოდირებული, დაშიფრული, ან გასაიდუმლოებული სახით.

გადასაცემი (მისატანი) ცნობების (დოკუმენტების) სახეობისა და გადამცემი მოწყობილობის მიხედვით განასხვავებენ: სატელეფონო, სატელეგრაფო, ტელეკოდურ, ფაქსიმილურ, (ფოტოსატელეგრაფო), სატელევიზიო, ვიდეოსატელეფონო, ჰიდროაკუსტიკურ, სასიგნალო და ფელდეგერულ-საფოსტო კავშირგაბმულობას.

გამოყენებული სახაზო საშუალებების და სიგნალების გავრცელების გარემოს მიხედვით არის: სადენიანი, ბოჭკოვან-ოპტიკური, რადიოკავშირგაბმულობა, რადიოსარელეო, ტროფოსფერული, თანამგზავრული და მოძრავი საშუალებებით განსახორციელებელი.

კავშირგაბმულობისადმი ძირითადი მოთხოვნებია:გადასაცემი ინფორმაციის დროული, ზუსტი, უტყუარი შინაარსის, ფარული და საიმედო მიწოდება.

კავშირგაბმულობის ორგანიზაცია მოიცავს დაგეგმვას, კავშირგაბმულობის ჯარებისათვის ამოცანების დასახვას, მათ მართვას სისტემების, კვანძებისა და ხაზების გაშლის, ფუნქციონირებისა და აშლის პროცესში. ძირითად დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავსკავშირგაბმულობის ორგანიზაციას ოპერაციაში (ბრძოლაში), წარმოადგენს კავშირგაბმულობის გეგმა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები