კავშირგაბმულობის არხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კავშირგაბმულობის არხი - გადამცემი და მიმღები ტექნიკური მოწყობილობები და სიგნალების გავრცელების არე, რომელიც კიდური მიმღებ-გადამცემი აპარატურის ჩართვისას ერთი ან მეტი კავშირის განხორციელების საშუალებას იძლევა.

კიდური აპარატურის მიხედვით კავშირგაბმულობის არხები არის: სატელეფონო, სატელეგრაფო, ფაქსიმილური, ტელეკოდური, სატელევიზიო და სხვა. საკაბელო საშუალებების და სიგნალის გავრცელების არის მიხედვით - სადენებიანი, რადიოარხი და კომბინირებული კავშირგაბმულობის არხები. ასევე განსხვავდებიან ხაზებში გადასაცემი სიგნალების ხასიათით და გატარების შესაძლებლობით ან მათი გადაცემის სიჩქარით. კავშირგაბმულობის არხი შეიძლება იყოს სიმპლექსური და კომპლექსური.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები