კაზლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მეგრული ყველი „კაზლა“ - მზადდება ძროხის, კამეჩის, ცხვრისა და თხის რძისგანაც. ხშირად იყენებენ ნარევ რძესაც და ამის გამო ჯოგის ყველსაც კი ეძახიან. მაღალი, ნახევრად მყარი ყველია, იმერულის ტექნოლოგიით დამზადებული და ინახავდნენ ხის სპეციალურ მომცრო ზომის აბაზანებში – ჩეჩოებში და კიდებდნენ სამზადისის ჭერში დატანებულ ძელებზე.