კაკაბაძე მალხაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მალხაზ კაკაბაძე

მალხაზ კაკაბაძე − (Malkhaz Kakabadze) 1998-2000 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში; 2016-2021 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში.

დაიბადა: 5 მაისი, 1951 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1968-1973 − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, საზღვარგარეთის ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება:
1973 − საქართველოს ახალგაზრდული ტურიზმის ბიუროს ბუღალტერი;
1973-1978 − საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების კომიტეტის რეფერენტი;
1978-1985 − საქართველოს კპ თბილისის კომიტეტის ინსტრუქტორი;
1985-1990 − საქართველოს კპ კალინინის (მთაწმინდის) რაიკომის მდივანი, მეორე მდივანი;
1990-1998 − საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
2000-2004 − საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი;
2004-2006 − ფრიბურის (შვეიცარია) ფედერალიზმის ინსტიტუტის მკვლევარი;
2006-2009 − შვეიცარიაში საქართველოს საელჩოსა და ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მისიის რეფერენტი;
2010-2016 − კომპანია Ermitage les Paccots-ს დირექტორი.

ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გავლილი აქვს არაბული ენის სრული კურსი.


მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.


წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები