კაკაბაძე რევაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რევაზ კაკაბაძე

რევაზ კაკაბაძე − (28. სექტემბერი 1928, თბილისი – 2 დეკემბერი 1996, იქვე), ქართველი მომღერალი (ბარიტონი), საქართველოს სახალხო არტისტი (1985).

1953 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინტიტუტის უცხო ენათა (გერმანული) განყოფილება, 1959 - თბილისის კონსერვატორიის ვოკალური განყოფილება (პროფ. გ. მარგიევის კლასი). 1961-დან თბილისის საოპერო თეატრის სოლისტია. შესრულებული აქვს 40-მდე მთავარი პარტია. განსაკუთრებით გამოირჩევა მურმანის („აბესალომ და ეთერი“), ჩალხიას (ო. თაქთაქიშვილის „მინდია“), რიგოლეტოს, დი ლუნას, ამონასროს, იაგოს (ვერდის „რიგოლეტო“, „ტრუბადური“, „აიდა“, „ოტელო“), ტომსკის (ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“) და სხვ. პარტიების შესრულება. რ. კაკაბაძე ფლობდა იშვიათი სილამაზისა და სიძლიერის ხმას. გამოდიოდა კონცერტებში, მართავდა გასტროლებს (თეატრთან ერთად და ცალკეც) უცხოეთის ქვეყნებში


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები