კაკალაშვილი სერგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სერგი კაკალაშვილი

კაკალაშვილი სერგი − (1961), პოეტი, ბიზნესმენი; სკოლის დამთავრების შემდეგ, 1983 წელს ტიუმენის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. გამოცემული აქვს ლექსების კრებული − „მე დავბრუნდები”.

გახსოვს, ძვირფასო?
ჩემი წარსული დრომ რომ დაგესლა,
სულ ამოდ დაშვრა სულის გოდება;
ნაზამთრალ ბაღებს შემორჩა ესღა –
იქ სიყვარული მე მელოდება.
ნეტარ არს, ვინაც კი გამიმხილა
ის საოცნებო, ძველი ზღაპარი
და ვინც შორეულ სიზმრად მიხილა
ქარს მინდობილი, მიუსაფარი.
ვინც რომ მეძახდა: – ვის ელტვი, ვისა?!
გრძნობა – მხიბლავდა ფუჭი სინაზე
და მელოდია შორი წვიმისა
მწარედ ტიროდა სარკმლის მინაზე.
მარტოსულობის შემომრჩა სენი,
სიბერეც მედგრად მე მემტერება,
გახსოვს, ძვირფასო, გახსოვს ის დღენი,
როცა ვტანჯავდით ბედნიერებას,
როცა წვეთ-წვეთად ჩამოიღვენთა
შანდალზე ცვილი... განა ცდებოდა,
ვინც უკანასკნელ იმედთან ერთად
მოკვდა მზედ დღეთა საოცნებოთა?
გულში ჩავიკლავ ფატალურ დარდებს
და მივენდობი საწუთროს შვებით
და ზღვაში, სადაც ჩვენ ვყრიდით ვარდებს,
თავდავიწყებით გადავეშვები.
ასე ვამთავრებ და ასე ვიწყებ
ჩემი ცხოვრების რთულ ბედისწერას
და სიკვდილამდის არ დავივიწყებ
შენი თვალების ნაღვლიან მზერას.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები