კაკაო-ლიქიორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კაკაო-ლიქიორი
200 გრ კაკაო;
1,5 ლ სპირტი;
2 ჭიქა რძე;
1 ჭიქა წყალი;
მწიკვი ვანილი
კაკაოს დავუმატოთ ვანილი, დავასხათ სპირტი და დავაყენოთ 1 კვირის განმავლობაში (ყოველდღიურად შევანჯღრიოთ). მოვამზადოთ სიროფი წყლის, შაქრისა და რძისგან. გაცივებული სიროფი შევურიოთ კაკაოს სპირტიან ნაყენს და გავაჩეროთ 2 კვირის განმავლობაში (დროდადრო შევანჯღრიოთ). შემდეგ გავწუროთ, ჩავასხათ ბოთლებში და გამოყენებამდე გავაჩეროთ 1-2 კვირა.