კაკვი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კაკვი – იგივეა რაც კავი, ოღონდ უფრო გამოყენებული გამწეებზე ან მცირე ტვირთამწეობის მოწყობილობებზე. მზადდება ერთრქიანი ან ორრქიანი ელემენტების სახით, მთლიანნაჭედი ან ჩამოსხმული ფოლადისაგან, დაშტამპული ფოლადის ფირფიტებისგან და სხვ. არსებობს კაკვის სახეობები: ბუქსირის, გადასაბმელი, ერთმაგი, ირიბი, მაერთებელი, მისაბმელი, მოდების, ნახევარწრიული, საბჯენი, საწევი, ტვირთის, ჭოჭონაქისა და სხვ.