კალანდარიშვილი ვახტანგ
ვახტანგ კალანდარიშვილი – (1923-1997) - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1971), საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1996), დაიბადა ქ. სენაკში. 1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, ხოლო შემდეგ ამავე ფაკულტეტის დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის კათედრის ასპირანტურა.
1952 წლიდან 1982 წლამდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ დოცენტად, შემდეგ - პროფესორად, 1981-1992 წლებში იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის (ამჟამად უნივერსიტეტის) ფილოსოფიის კათედრის გამგე, ხოლო 1993-1997 წლებში - სამხედრო აკადემიის ფილოსოფიის კათედრის გამგე.
ვ. კალანდარიშვილის მეცნიერული კვლევის სფეროს შეადგენდა საზოგადოებრივი პროგრესის თეორიის პრობლემები, მარქსიზმის ფუძემდებელთა ფილოსოფიური მსოფლმხედველობის ჩამოვყალიბების საკითხები.
თხზულებები
- „ფრ. ენგელსი საზოგადოებრივი პროგრესის შესახებ“ (თბილისი, 1964);
- „საზოგადოებრივი პროგრესის მეცნიერული თეორიის შემუშავება“ (თბილისი, 1974).