კალაპოტი (ფეხსაცმლის)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კალაპოტი

კალაპოტი - იგივე ყალიბი, რის საშუალებითაც სხვადასხვა ფეხის ზომა განისაზღვრებოდა. ძველად კალაპოტის მაგივრობას ასრულებდა დაფხვნილი მიწა, გაცრილი ნაცარი. ხარაზი ნაცარზე მუშტარს ფეხს ადგმევინებდა, ნაცარზე აღბეჭდილი ფეხის ანაბეჭდს თოკით ზომავდნენ. ამ წესის შემდეგ ქაღალდის თარგები შემოუღიათ, ბოლოს კი ხის კალაპოტები. სახარაზო სახელოსნოში ბევრი კალაპოტი იყო სხვადასხვა ზომის ფეხის სიდიდის გამოსახატავად, ფეხის ზომისთვის ზოგან გეომეტრიული ნიშნები იყო გამოყენებული, ზოგან კი ტერმინები.





ლიტერატურა

ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები