კალიდასა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კალიდასა

კალიდასა − (მე-4-5 საუკუნეები. ა.წ.), ინდოელი პოეტი და დრამატურგი. სანსკრიტული დრამის „ექვსი მარგალიტიდან“ ერთ-ერთი (ვიშაქჰადატა, შუდრაკა, ჰარშა, ბჰავაბჰუტა, ბჰასა). მისი შემოქმედება დაკავშირებულია გუპტების იმპერიის დროის სანსკრიტული კლასიკური თეატრის აყვავების ხანასთან.

დრამები: „შაკუნტალა ანუ ბეჭედ-ნიშანი“, „სიმამაცით მოპოვებული ურვაში“. კომედია „მალავიკა და აგნიმიტრა“. მისი დრამატურგია ეძღვნებოდა სიყვარულს, გმირობას. იგი ფართოდ იყენებდა ფარული აზრის ხერხს (ე. წ. დჰვანი; ახლოს დგას ქვეტექსტის თანამედროვე გაგებასთან), პიესას აგებდა მოქმედების და გრძნობის ერთიანობაზე. ინდური ესთეტიკის კანონების მიხედვით, დრამატურგმა პიესის კომპოზიცია უნდა დაუქვემდებაროს გმირის ამა თუ იმ გრძნობას (სიყვარულს, მრისხანებას, შიშს და ა.შ.). მან გამოიყენა პოეტური ტრაქტატებით დაკანონებული ფორმები, მაგრამ მათში შეიტანა ისეთი შინაარსი, რაც გარკვეულწილად უპირისპირდებოდა ამ ფორმებს. განსაკუთრებით პოპულარულია მისი პიესა „შაკუნტალა“.





წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები