კალიოპე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კალიოპე(ბერძნ.) „ხმამშვენიერი“. მუზათაგან უფროსი.

თუ კალიოპეს სახელის მიხედვით ვიმსჯელებთ, იგი თავდაპირველად სიმღერის, მუსიკობის მუზა უნდა ყოფილიყო. კლასიკის ხანიდან კი, ეპიკური პოეზიის მუზად დამკვიდრდა. მისი მუდმივი ატრიბუტები იყო გაცვილული დაფა და სტილოსი (ბრინჯაოს ღერო, რომლის წამახული წვეტით წერდნენ ამ დაფებზე, ხოლო მეორე, ბრტყელი ბოლოთი შლიდნენ დაწერილს).



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები