კალიშა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კალიშა – მოხრილი და თავებით გადაბმული მაგარი ჯოხი, რომელიც თივის შესაკვრელად გამოიყენებოდა.
კალიშა, რომელსაც თავები თოკით ჰქონდა გადაბმული, უმთავრესად, თივის ტვირთის შესაკვრელად იყო გამიზნული. კალიშას ერთ მხარეს ყულფით თოკს ჩააბამდნენ და დაახლოებით მხრების სიფართზე მინდორზე გაშლიდნენ. შემდგომ ამ გაშლილ თოკზე თივას დააწყობდნენ, თოკს ირგვლივ შემოახვევდნენ, კალიშაში გამოუყრიდნენ, დაჭიმავდნენ და შეკრავდნენ – გაკოჭავდნენ. თოკი ხეზე – კალიშაზე ადვილად სრიალებდა და თივის ჭვირთის მოკოჭვას – შეკვრას აიოლებდა.