კალმახა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კალმახა

კალმახა, ხეთამხალა, ჭყუბლა – (Pleurotus ostreatus (Fr.) Kumm), საჭმელი სოკო. საწყისში გლუვი, შემდგომ წვრილქერცლოვანი 5–5 სმ სი- განის, ნორჩობაში ამობურცული, შემდეგ კი განიერძაბრისებრი, არალორწოვანი, ნესტიანი, ნაცრისფერი, ნაცრისფერმოყავისფრო ან მორუხო-მურა, ზოგჯერ მოიისფრო ელფერის ქუდი ხშირად ექსცენტრიულია. ხეებსა და ბუჩქებზე ჯგუფურადაა და ხშირად კრამიტისებურადაა განლაგებული. თეთრი ან მოყვითალო ელფერის ანასტომოზებიანი (ტიხრებიანი) ფირფიტები ფეხზეა ჩამოზრდილი. 1-4 სმ სიმაღლისა და 0.5–-2 სმ სიმსხოს თეთრი ფეხი ქუდზე ექსცენტრიულად ან გვერდითაა მიმაგრებული, რომელიც ძირში ქერცლბუსუსოვანია. ქუდის რბილობი მშრალი და თეთრია, H2SO4 -ის ზემოქმედებით ვარდისფერდება. სპორების ფხვნილი თეთრი ან ყავისფერი, ცალკეული სპორა უფერულია იზრდება მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში, ლპობის პროცესში მყოფ ფოთლოვან და წიწვოვან ხეებზე, განსაკუთრებით ხშირად და უხვად წიფლის მერქანზე სახლდება. რაჭაში სოკოს აგროვებენ ადრე გაზაფხულზე თოვლის სრულ დნობამდე და შემოდგომაზეც. იგი არასოდეს პარაზიტებით არ ზიანდება. თანაც ისეთ დროს იზრდება, როდესაც სხვა სოკოები არ გვხვდება. წარმატებით მიმდინარეობს ცდები მისი ხელოვნური გამოყვანისათვის. ამ საქმეში პირველობა ეკუთენის ჰოლანდიას, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას, საფრანგეთსა და იაპონიას.

საუკეთესო საჭმელი სოკოა. მას მასობრივად აგროვებენ განსაკუთრებით რაჭასა და კახეთში. საჭმელად ხმარობენ ნედლს, მოხ– რაკულს, ვარგისია სამწნილედ და დასამუჟუჟებლად.

კალმახა სოკოს ვარიაცია – P. Saligus Lers . შემოდგომის ხეთამხალის სახელწოდებითაა ცნობილი და კალმახა სოკოსაგან იმით განსხვავდება, რომ ქუდი ფქვილისებრ ნაფიფქითაა დაფარული. იზრდება დიდ ჯგუფებად მთრთოლავ ვერხეზე, სხვა სახეობის ვერხვებსა და ტირიფებზე შემოდგომიდან ზამთრამდე, ზოგჯერ ზამთარშიაც. საჭმელად მოხარშული და მოხრაკული გამოიყენება.


წყარო

სოკოები: გამოყენება და კულტივირების ტექნოლოგია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები