კალმახელიძე ლიანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ომარ ხოფერია და ლიანა კალმახელიძე

ლიანა კალმახელიძე – (25 ოქტომბერი 1947, თელავი), ქართველი მომღერალი (ლირიკულ-კოლორატურული სოპრანო), საქართველოს სახალხო არტისტი (1989). საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1992).

1973 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. ი. ფალიაშვილის კლასი). 1975-იდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. 1976-77 გადიოდა სტაჟირებას მილანის საოპერო თეატრ „ლა სკალაში“. მ. გლინკას სახელობის ვოკალისტთა საკავშირო კონკურსის ლაურეატია (1975). შესრულებული აქვს მთავარი პარტიები ქართველი, იტალიელი და სხვ. კომპოზიტორების ოპერებში. გასტროლებს მართავდა სსრკ ქალაქებში, გფრ, გდრ, საფრანგეთში, იტალიაში, პოლონეთში, თურქეთში, ისრაელში. საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა ქეთოს პარტიის შესრულებისათვის ვ. დოლიძის „ქეთო და კოტეს“ განახლებულ დადგმაში (1992). თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერისიტეტის პროფესორი (2004-იდან). ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას.



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები