კამანის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კამანის ეკლესია.
საერთო ხედი

კამანის ეკლესია - მდებარეობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, სოხუმის მუნიციპალიტეტის, სოფელ შრომის მახლობლად.

სარჩევი

კომპლექსში შემავალი ნაგებობა

ეკლესია.

კამანის ეკლესია.
სამრეკლო
ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა

კამანის ეკლესიის თავდაპირველი მშენებლობა თარიღდება XI საუკუნით. ტაძრის ისტორია დაკავშირებულია წმინდა იოანე ოქროპირის სახელთან, რომელიც კონსტანტინეპოლიდან შავიზღვისპირეთში გადმოასახლეს და ერთ-ერთი ვერსიით აქვე არის დასაფლავებული. ტაძარი წარმოადგენს დარბაზული ტიპის ნაგებობას, რომელსაც რამდენიმე რესტავრაციის კვალი ეტყობა.

XIX საუკუნეში ტაძარი აღადგინეს და იგი ფუნქციონირებდა როგორც მონასტერი. საბჭოთა კომუნისტური ხელისუფლების წლებში კამანის ტაძარი, ბუნებრივია, არ მოქმედებდა.

XX საუკუნის 90-იან წლებში ტაძარს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები. იგი კეთილმოეწყო და აქ დედათა მონასტერი დააარსა აფხაზმა მამულიშვილმა იური ანუამ, რომელიც ტაძრის ქართველ წინამძღვართან – მამა ანდრია ყურაშვილთან ერთად რუსეთ-საქართველოს შორის 1993 წლის საომარი მოქმედებებისას დახვრიტეს.

ამჟამინდელი მდგომარეობა

ტერიტორია ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ძეგლის ფიზიკური მდგომარეობა მძიმეა, ტაძარს აღენიშნება ბზარები.


კამანის ეკლესიას მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი


ბიბლიოგრაფია

  1. კომანის ეკლესია //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა.ტ.I.-თბ.,2007. სოფ. შრომის მახლობლად მდებარე დარბაზული ტიპის ეკლესიის მოკლე ისტორია. მოხსენიებულნი არიან 1993 წელს აფხაზ სეპარატისტების მიერ დახვრეტილი : ეკლესიის აღმდგენელი იური ანუა და ტაძრის წინამძღვარი მამა ანდრია ყურაშვილი. ტექსტს ერთვის ძეგლის სამი ფოტო. ტექსტი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
  2. კამანი //როგავა გ. რელიგია და ეკლესია აფხაზებში.-თბ.,2007.-გვ.152-153 //როგავა გ. აფხაზეთის ისტორიის საკითხები.-თბ.,2009.-გვ.152-153. ბერძენი არქეოლოგ კონსტანტინე ერისის (XIX ს.)მოსაზრება იოანე ოქროპირის კამანში (კომანში) დაკრძალვის შესახებ. მოხსენიებულია აფხაზი „ბოევიკების“ მიერ ნაწამები და მოკლული მამა ანდრია (ყურაშვილი).
  3. მიბჩუანი თ. აფხაზეთი.ნაწ.I.-თბ.,2003.-გვ.204. მოკლე ცნობა კამანის (კომანის) ტაძრის შესახებ.
  4. ქარჩავა ს. სცნან ყოველთა... //ოქროს საწმისი.-1991.-N3.-გვ.6-7.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები