კამოევი გაბრიელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაბრიელ კამოევი

გაბრიელ სტეფანეს ძე კამოევი – (01.02.1910-18.03.1960), სომეხი არტილერიის გენერალ-მაიორი (23.02.1958).

დაიბადა ქ. ბათომის ოლქში, მეფის არმიის კაპიტნის ოჯახში.

1922 წელს შევიდა წითელ არმიაში, სამუსიკო გუნდის აღსაზრდელად. მალევე ის გადაჰყავთ მომდევნო სამსახურის გასაგრძელებლად მიასნიკიანის სახ. გაერთიანებულ სამხედრო სკოლაში, ქ. ერევანში.

1926 წლის ოქტომბერში, ნამდვილი სამხედრო სამსახურის დამთავრების თანავე, რჩება ჯარში ზემსახურად.

1927 წლის სექტემბერში ჩაირიცხა მოსკოვის სამხედრო-საარტილერიო სკოლის სამეთაურო საშუალო შემადგენლობაში.

1931 წელს ის ამთავრებს სკოლას I თანრიგით და, ინიშნება 74-ე საარტილერიო პოლკის ოცმეთაურად.

1934 წელს კამოევი ამთავრებს ფიზიკური კულტურის სახელმწიფო ცენტრალური ინსტიტუტის სამხედრო ფაკულტეტს და, ნიშნავენ ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის, ტამანის 74-ე მსროლელი დივიზიის ფიზიკური მომზადების ინსტრუქტორად.

1938 წელს ინიშნება საარტილერიო დივიზიონის მეთაურად. მალევე ის ინიშნება 182-ე საარტილერიო პოლკის შტაბის უფროსად.

აქტიურად მონაწილეობდა (1941-1945) წლების სსრკ დიდ სამამულო ომში.

1941-1943 წლებში მაიორი კამოევი მეთაურობდა 22-ე მსროლელი დივიზიის 157-ე საარტილერიო პოლკს. დივიზიის შემადგენლობაში, მისი პოლკი მონაწილეობდა საბჭოთა კავშირ-გერმანიის ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთებზე წარმოებულ ბრძოლებში. ომის უკანასკნელი დღეები მან გაატარა მსროლელი დივიზიის არტილერიის სარდლის თანამდებობაზე.

37 წლისას, 1947 წელს მას მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და დაინიშნა შენაერთის არტილერიის სარდლად.

1950 წელს მან დაუსწრებლად დაამთავრა ფრუნზეს სახ. სამხედრო აკადემიის ფაკულტეტის სრული კურსი.

1955 წელს პოლკოვნიკმა კამოევმა ოქროს მედალზე დაამთავრა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის ძირითადი კურსი და დაინიშნა სამხედრო ოლქის არტილერიის შტაბის უფროსად.

1958-1960 წლებში გენერალი კამოევი მსახურობდა სამხედრო ოლქის სარაკეტო ჯარების და არტილერიის სარდლად.

საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო 3 ლენინის, 3 წითელი დროშის, და წითელი ვარსკვლავის ორდენებით


წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები