კანდელაკი ზაზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზაზა კანდელაკი

ზაზა კანდელაკი – (Zaza Kandelaki) 2005-2006 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში; 2013-2018 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში – აკრედიტებული ხორვატიის რესპუბლიკასა და მონტენეგროში; 2018-დან – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში – აკრედიტებული ერაყისა და ლიბანის რესპუბლიკაში

დაიბადა 1958 წლის 28 იანვარს თბილისში, საქართველო

განათლება:
1980 − დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი; დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია.

სამუშაო გამოცდილება

  • ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას;
  • 1991-1992 − საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
  • 1992-1993 − ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სახელმწიფო მრჩეველი საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატში;
  • 1993-1994 − საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატის პრეს-მდივანი;
  • 1995-1999 − საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით; მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების კოორდინატორი;
  • 1999-2003 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო დავალებათა ელჩი;
  • 2003-2004 − საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
  • 2005-2006 − საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი 2000 წლიდან.

ჯილდოები: უნგრეთის სახელმწიფო ჯილდო − ღირსების ორდენი „კომანდორის ჯვარი“.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები