კვიციანი კანდიდ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა კანდიდ კვიციანი-დან)
კანდიდ კვიციანი – დაიბადა 1949 წლის 1 მაისს მესტიაში.
განათლება – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი (1971-1975).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა საავტომობილო გზების სამინისტროს სისტემაში 1976 წლიდან.
- საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991).
- მესტიის რაიონის გამგებელი (1992)
- სახელმწიფო კონცერნი "საქავტოგზა", გზების ექსპლოატაციის სამმართველოს უფროსი, საგადასახადო სამმართველოს უფროსი, თავმჯდომარის მოადგილე (1992-1997).
- საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე (1997–2004).
- სამშენებლო ორგანიზაციების ასოციაცია "მანკაბ–XXI”, პრეზიდენტი (2006–2008).
- მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2012): მაჟორიტარი, №47 მესტიის საარჩევნო ოლქი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი.
სახელმწიფო ჯილდოები
- ვახტანგ გორგასლის ღირსების ორდენის კავალერი
- ღირსების ორდენის კავალერი.
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 1990-1991 წლების საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები
- 2008-2012 წლების საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრები
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- ვახტან გორგასლის სახელობის ორდენის კავალრები
- კვიციანები