კონცერნი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კონცერნი - (concern), იმ სამრეწველო, საფინანსო და სავაჭრო საწარმოების გაერთიანება, რომლებიც, სამეცნიერო-ტექნოლოგიური, საინვესტიციო, საფინანსო, საგარეო-ეკონომიკური და სხვა ფუნქციების ნებაყოფლობითი ცენტრალიზაციის საფუძველზე, ერთობლივ საქმიანობას ეწევიან. კონცერნის საქმიანობის ორგანიზაციისათვის იქმნება მმართველობის სისტემა, რომელსაც კონცერნის წევრები ნებაყოფლობით გადასცემენ თავიანთი უფლებამოსილებისა და ფუნქციების ნაწილს. კონცერნის წევრები არ შეიძლება ერთდროულად შედიოდნენ სხვა კონცერნების შემადგენლობაში.