კანთაროსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

კანთაროსი – (ძვ. ბერძ. κάνθαρος), საბერძნეთში ფართოდ გავრცელებულ საღვინე ჭურჭელი − მაღალფეხიანი თასი, ზეაწეული ორი ყურით. ჭურჭლის ამ ფორმას არ განუცდია ძვ. წ. VI-IV საუკუნეებში არსებითი ცვლილებები (განგითარება ჭურჭლის პროპორციებისა და ფორმის საერთო იერის დახვეწის გზით მიმდინარეობდა). მხოლოდ ძვ. წ. IV-II სს. შეიმჩნევა კანთაროსის ტიპის ჭურჭელთა ერთგვარი ნაირსახეობანი, ასე მაგ. ძვ. წ. IV საუკუნიდან ვრცელდება ფართომუცლიანი კანთაროსი, რომლის ტანი ორ ნაწილადაა გაყოფილი, ზედა ნაწილი უფრო ვიწროა (და ერთგვარად ყელის შთაბეჭდილებას ქმნის), ხოლო. ქვემო (მუცელი) უფრო გამობერილია (ეს უკანასკხელი ზოგჯერ კანელურებითაა დაფარული). უფრო გვიანდელ ჭურჭლებზე, პირიქით, ზედა ნაწილი უფრო მასიურია, ხოლო ქვედა ძალზე შევიწროებული. ძალზე თავისებურია ამ დროს (IV-II სს.) ყურების მოყვანილობაც: ისინი მშვილდივითაა მოხრილი და ვერტიკალურად მიძერწილი, ხოლო ზემოდან, პირის დონე ჰორიზონტულად მიძერწილ ღეროსთან შეერთებული. ელინისტურ ხანაში აღწერილი ფორმის კანთაროსების უამრავი ვარიანტები გვხვდება.


წყარო

ანტიკური არქეოლოგია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები