კანონიკური ფორმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფორმა კანონიკური – ლათინური forma ნიშნავს „სახეს“, „გარეგნობას“, „ხასიათს“. სიტყვა „კანონიკური“ შედგენილია ბერძნულიდან χανονιχοζ – „წესებით შედგენილი“, „ნორმალური“. სიტყვა χανον, თავის მხრივ, პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავდა „ჯოხს“, შემდეგ – „სწორი ხაზების გავლების ხელსაწყოს“ და ბოლოს – „მითითებას“, „განაწესს“.

გასული საუკუნის 50-იანი წლების ნაშრომებში, სადაც გადმოცემულია კანონიკური ფორმის მოძღვრების საფუძვლები, სილვესტრი და კელი იყენებდნენ გამოთქმას „კანონიკური ფორმა“ ან „ტიპური ფორმა“. თანამედროვე ტერმინის დამკვიდრებას ხელი შეუწყო ერმიტმა. 1870 წლის შრომებში კ. რეიემ გააფართოვა და განაგრძო კვლევა მექანიკის თვალსაზრისით, შემდგომში ამას მოჰყვა ვ. მაიერის, ფ. ბროსკის, დ. ჰილბერტის და სხვათა ნაშრომები.


იხილე აგრეთვე

კანონიკური წარმოდგენა


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები