კანცონა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კანცონა - (იტალ. canzone – სიმღერა), შუა საუკუნის ლირიკული ლექსი რაინდულ სიყვარულზე. თავდაპირველად წარმოიქმნა პროვანსში, შემდეგ გავრცელდა მთელ საფრანგეთსა და იტალიაში (XIII-XVII სს.).

კანცონას ფორმა სტროფულია (5-7 სტროფი). მისი კლასიკური ნიმუშები შექმნეს დანტემ და პეტრარკამ. კანცონა თავიდანვე მჭიდროდ იყო დაკავშირებული მუსიკასთან. XVI-XVII სს. იტალიაში გაჩნდა საკრავიერი კანცონები. კანცონებს წერდნენ კომპოზიტორები: ა. გაბრიელი, ჯ. ფრესკობალდი, ი. ს. ბახი და სხვ.

კანცონას განვითარებამ გამოიწვია საანსამბლო ჟანრის – კონჩერტო გროსოს – წარმოშობა. კლავიშიანი საკრავების კანცონებისგან თანდათანობით შეიქმნა ფუგა, ხოლო თანმხლებიანი სოლო საკრავის კანცონამ განაპირობა სონატის წარმოშობა. XVIII-XIX სს-ში სახელწოდება „კ“ იხმარება ვოკალური და საკრავიერი ლირიკული მუსიკალური პიესების აღსანიშნავად.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები