კანჭობია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კანჭობია – საბავშვო თამაში, კენჭაობა, რიკ-ტაფელას სახეობა.

კენჭობილას ბილა-ჯოხის წესებით ხუთი ქვის კენჭით თამაშობდნენ. ერთს ხელისგულიდან კენჭებს მაღლა – ჰაერში აისვრიდნენ, დანარჩენს მიწაზე გაყრიდნენ. ჰაერში ასროლილ ქვას ხელისგულზე თითო-თითოდ დაიჭერდნენ. ერთ ქვას ისევ აისვრიდნენ და მის დაჭერამდე მიწიდან თითო-თითოდ აიღებდნენ. ეს კეკლობიეჲ, ერთობიეჲ იყო. შემდეგ ორ-ორ ქვას აიღებდნენ: ორობიეჲ, მესამე – სამობიეჲ, მეოთხე – დაყრიეჲ, მეხუთე – თითმოსმიეჲ, მეექვსე – მოჭრობიეჲ და მეშვიდე – კეხობიეჲ იყო. თუ მოთამაშე კენჭს ვერ დაიჭირდა, თამაშს მოწინააღმდეგე განაგრძობდა.



ლიტერატურა

ნოღაიდელი, 2015; ნიჟარაძე, 1971:224.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები