კაპანაძე კონსტანტინე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კონსტანტინე კაპანაძე – დაიბადა 1948 წლის 1 ნოემბერს.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა პარტიულ საქმიანობას (1970-91).
- საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს XI მოწვევის დეპუტატი.
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-91): მაჟორიტარი, სამგორის საარჩევნო ოლქი, საქართველოს კომპარტია, ეკონომიკური რეფორმის კომისიის წევრი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).