კაპაროლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კაპაროლი – საშენი მასალების მწარმოებელი, ცნობილი გერმანული ფირმა, რომელსაც ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს ევროპულ ბაზარზე. კაპაროლში დამზადებული პროდუქციის ნომენკლატურა შემდეგია: ლაქები, საღებავები, მინანქარი, თბოსაიზოლაციო სისტემები, დეკორატიული ჭიქური, სტრუქტურული საფარველი, მასალები და ბათქაში ფასადებისა და ინტერიერებისათვის, ლაქსაღებავების პროდუქცია მხატვრებისა და მოყვარულთათვის და სხვ. კაპაროლის პროდუქცია გამოირჩევა უმაღლესი ხარისხითა და ეკოლოგიურობით, მდგრადობით, ხანგამძლეობით და აკმაყოფილებს ყველაზე მკაცრ სანიტარულ მოთხოვნებს.