კაპარჭინა (თევზი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კაპარჭინა – Abramis brama

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
გვარი:კაპარჭინა

თევზი კობრისებრთა ოჯახისა. ლაყუჩის ჩხირები პირველ რკალზე 19-24-ია, საშუალოდ 22-23, მალების რაოდენობა 44-46 (საშუალოდ 45). გვერდით ხაზზე (49 -50, 56 (59), ჩვეულებრივ, 50-55 ქერცლია. ხახის კბილები ერთმწკრივია, 5-5., სხეულის უდიდესი სიმაღლე ზრდადასრულებულებში სხეულის სიგრძის (კუდის ჩაუთვლელად) 35-40%-ს შეადგენს; ახალგაზრდები უფრო სიგრძეზეა გაწეული. პირი პატარა და ნახევრად ქვედაა. მკერდის ფარფლები ხან ოდნავ არიან დაშორებული ფარფლების ფუძეს, ხან ამ ფუძემდე აღწევენ, ხან კიდევაც გადაცილდებიან მას. მუცლის ფარფლები ანალურ ხვრელს ან ანალურ ფარფლს აღწევენ. მკერდის ფარფლები რუხია, დანარჩენი ფარფლების ბოლო შავია, ხანშიშესული კაპარჭინების ყველა ფარფლი შავი ფერის ხდება. სქესობრივად მომწიფებულ მამლებს სხეული და ფარფლები ბორცვაკებით აქვთ დაფარული. სიგრძით 280-450 მილიმეტრამდე აღწევს, იშვიათი გამონაკლისის სახით 750 მილიმეტრის სიგრძისა და წონით 6 კილოგრამამდე და მეტიც გვხვდება.

გავრცელება

კაპარჭინა მოიპოვება ევროპაში პირენეის მთების აღმოსავლეთით და ალვის მთების ჩრდილოეთით, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდ. დუნაის აუზიდან სამხრეთისაკენ: ინგლისში, ირლანდიაში, ჩრდილოეთის, ბალტიის, შავ, აზოვის და კასპიის ზღვების აუზებში, ფინეთში.

საქართველოს ფარგლებში კაპარჭინა გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში: მდ, რიონში, სუფსაში, პალიასტომის ტბაში, ბებესირის ტბაში (აფხაზეთი) საგრძნობი რაოდენობით.

გამოყენება

მსხვილ კაპარჭინას ხორცის ცხიმიანობა შემოდგომაზე 4,9-8,7 %-ს აღწევს, წვრილი კი მჭლეა, მისი ცხიმიანობა უმნიშვნელოა 1,6%. აზოვის ზღვის მსხვილი კაპარჭინა განსაკუთრებით გემრიელი და ცხიმოვანია.

თევზ-ნანადირევის თითქმის ნახევარი შეგრილებული და გაყინული პროდუქტის სახით რეალიზდება, ხოლო დანარჩენს ამარილებენ. კაპარჭინებისაგან კონსერვებსაც ამზადებენ. გამოყენებულია მისი ქვირითიც. საცურავი ბუშტისა და ქერცლისაგან წებოს ანზადებენ, შიგნეულებისაგან კი ცხიმს ადნობენ.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები