კაპგრას სინდრომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კაპგრას სინდრომი - პაციენტს სჯერა, რომ მისი ახლობელი ადამიანი ორეულით არის შეცვლილი. ის აღიარებს, რომ არასწორად იდენტიფიცირებული პიროვნება ძალინ ჰგავს მის ნაცნობს, მაგრამ მაინც დარწმუნებულია, რომ ეს ორი სხვადასხვა ადამიანია. ეს იშვიათი მდგომარეობაა და უფრო ხშირად მას ქალებთან ვხვდებით. დეპერსონალიზაცია, დერეალიზაცია და déjâ vu განცდა. ყველაზე ხშირად ამ დროს შიზოფრენიის დიაგნოზს სვამენ (Berson, 1983).

არასწორად იდენტიფიცირებული პიროვნება, ჩვეულებრივ, პაციენტის პარტნიორი ან ნათესავია. კაპგრას სინდრომის მქონე ზოგიერთი პაციენტი შეიძლება აგრესიულად მოიქცეს და თავს დაესხას წარმოსახვით ორეულს. მოცემული სინდრომი რედუპლიცირებული პარამნეზიის მაგალითს წარმოადგენს (Lishman, 1998).


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები