კარახტინის ხიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კარახტინის ხიდი – ცნობილი ადგილია დუშეთის რაიონში. აქ, ძველ საქართველოს სამხედრო გზაზე, მდ. არყალის ხეობაში 1860-იან წლებში აგებულა ხიდი, რომელსაც კარახტინის ხიდი ეწოდება. მართალია, ტოპონიმი კარანტინი სპეციალურ ლიტერატურაში გაურკვეველი წარმოშობის სახელწოდებად არის მიჩნეული, მაგრამ მისი რუსული ენიდან მომდინარეობა ეჭვს არ იწვევს. ქართულ ენაში რუსული карантин-ი საკმაოდ მყარად დამკვიდრებულა კარახტინის სახით. გავიხსენოთ

„ასი ოქრო გაუჩინეთ, ვინც არსენას დაიჭერსა,
კარახტინები შეუკრეს, ლეკში არსად გადვიდესა“.

როგორც ჩანს, გასულ საუკუნეში საქართველოს სამხედრო გზის პირას რუსი ჯარისკაცების მიერ საკონტროლო პუნქტი (карантин-ი) ყოფილა დაარსებული და ადგილსაც ამიტომ შერქმევია ეს სახელი. საგულისხმოა, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც, რუსული карантин-ი კარახტინ- ფორმით შესულა. სოფ. ჭანიეთში (ოზურგეთის რ.) არის ადგილი, რომელსაც კარახტინი ეწოდება: „იქანე, კარახტინძე რო ძიძგი-ძიძგინი იყო, მაშინ წევდა მამაჩემი ოზურგეთს“, იგივე სახელწოდება გვხვდება ს. ქაქუთში (გურია), ს. ციხისძირში (დუშეთის რ.) და სხვ. საინტერესოა, რომ ლეჩხუმში (ს. ქვედა აღვი) არის ადგილი ნაკარახტინები, რომელიც ამ ადგილას ძველი კარანტინის არსებობაზე მეტყველებს. ქართლურ დიალექტში „კარანტინი“ ასევე კარახტინის ფორმით არის დაცული.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები